ფეხბურთი

20:45 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ნაკრებში ყველაფერს გავაკეთებ, სანიოლმა დამირეკა და ძალიან გამიხარდა"

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „სერენის“ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიურ მედიასთან ნაკრებში გამოძახების შესახებ ილაპარაკა. როგორც მან განაცხადა, ვილი სანიოლი დაუკავშირდა და გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.

„საქართველოსა და საფრანგეთს შორის არჩევანზე დიდხანს არ მიყოყმანია. ვილი სანიოლმა დამირეკა და ეს საკითხი განვიხილეთ. მითხრა, რომ ჩემს თამაშებს უყურებდა და მოხიბლული იყო შეტევის მრავალფეროვნებითა და ფინიშერობით. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ძალიან ამაყობს. ახლა ყველაფრის გაკეთება და დამტკიცება მომიწევს ვარჯიშებზე. პატივი მაქვს ჩემი ქვეყანა წარვადგინო და ამას ძალიან პატარა ასაკიდან ველოდი. ახლა გამომიძახეს და ყველაფერს გავაკეთებ. წინ შესანიშნავი თამაშები გველოდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება.

„სერენში“ ამ იჯარის წყალობით შემეძლო მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. ახლა თითებს ვაჯვარედინებ, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ და პლე-ოფში გავიდეთ. ბოლო ოთხ შეხვედრაში მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების დებიუტანტია. მას ბელგიის პროქსიმუს ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

0.065009