თამაშგარე

15:07 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ალკოჰოლს ვერ ელევა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო გაუჩო საფეხბურთო კაერიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვაგვარ სკანდალში მრავალჯერ მოხვდა. მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ ჩხუბში,აბრალებდნენ ნარკოტიკების რეალიზატორობას, გამოსცადა პარაგვაის ციხის კედლების სიმძიმე და სხვა მრავალი...

ახლა კი ამ კაცის მთავარი პრობლემა ალკოჰოლიზმი ყოფილა. რონალდინიოს მეგობრების თქმით, ყოფილი მობურთალი ადრეც არ იძახდა უარს ბოკლებისა და ფიალების ტრიალზე, მაგრამ ციხეში დაპატიმრებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ სმის ტემპი გააათმაგა და დღეში რამდენჯერმე თვრება.

რონალიდინიოს განსაკუთრებით ვისკის სმა ყვარებია და ამას ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომლებიც ვეტერანი ფეხბურთელის კუთვნილი ვილიდან ყოველ დილით გამოტანილ ვისკის ცარიელს ბოთლებს აფიქსირებენ. ამ ყველაფერზე რონალდინიო ჯერ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ერთხელად ხომ გამოვა “პახმელიიდან?“...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112531