ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში ორი საფეხური დაქვეითდა. საქართველოს საუკეთესო ჩოგანი ამ დროისთვის 38-ე ადგილზეა, მაშინ, როცა გასულ კვირაში 36-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ნიკოლოზის აქტივში 1 645 ქულა და დუბაის ტურნირზე პირველივე წრეში მარცხმა მის რეიტინგზე გავლენა მოახდინა. ერთი კვირის წინ ნიკამ 6 პოზიციით წინ წაწევა მოახერხა - დოჰას ტურნირზე ტრიუმფის შედეგად.
რაც შეეხება მოწინავე ხუთეულს, აქ ყველაფერი უცვლელია: ლიდერი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც კვალში დანიილ მედვედევი, რაფაელ ნადალი,დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი უდგანან.