ფეხბურთი

11:28 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება შეიტანა
თორნიკე ოქრიაშვილი ვაკო გვილიამ შეცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვილი სანიოლს ცვლილების შეტანა მოუწია. კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდს გამოაკლდა.

ამიტომაც, მის ნაცვლად გუნდს ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველი ვაკო გვილია შეუერთდება, რომელიც ფრანგ სპეციალისტს თავდაპირველად გამოძახებული არ ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია მიწვეული და გუნდი შეკრებას დღეს დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25, 28 და 31 მარტს შესაბამისად, შვედეთის, ესაპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.1164