ფეხბურთი

18:27 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

7-გოლიანი დრამა ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში შედგა.

დრამა, რომელიც ნებისმიერი რანგის ჩემპიონატს დაამშვენებდა! გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ სამბურთან უპირატესობის ფლობდა და სამი ქულაც თითქოს ჯიბეში ჰქნდა. ანატოლი მესიაჩენკოს ავტოგოლით და ორწუთიან ინტერვალში დავით სამურკასოვისა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით „რკინიგზელები“ 3:0 დაწინაურდნენ და იმერლები აბსოლუტურად განწირულები სჩანდნენ.

თუმცა, მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. გია ცეცაძის გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 9 წუთში სამჯერ დაამწუხრა მეტოქე. ჯერ დავით სამურკასოვმა ავტოგოლი მიითვალა, რასაც 70-ე წუთზე გიგი იოსელიანის ფანტასტიკური დარტყმა მოჰყვა და აგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. „სამტრედიამ“ მეორე გოლიდან რამდენიმე წამში გაათანაბრა! 71-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ „ლოკოს“ სამბურთიანი უპირატესობა გააქრო.

მიუხედავად ბრწყინვალე ქამ-ბექისა, მასპინძლები მაინც უქულოდ დარჩნენ. 83-ე წუთზე მცველებმა ირაკლი სიხარულიძე საჯარიმოში უმეთვლაყურეოდ დატოვეს და გამოცდილმა შემტევმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:4.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს „დინამო ბათუმს“ ესტუმრება. „სამტრედია“ ხუთი ტურის თავზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია და წინ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩი ელოდება.

„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ 3:4 (0:3)

გოლები: 0:1 მესიაჩენკო (20, ა.გ), 0:2 სამურკასოვი (32), 0:3 კირკიტაძე (34), 1:3 სამურკასოვი (62, ა.გ), 2:3 იოსელიანი (70), 3:3 ლომთაძე (71), 3:4 სიხარულიძე (83)

0.124286