მილანის „ინტერი“ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელით, სერხიო აგუეროთი დაინტერესდა. The Sun-ის ინფორმაციით, იტალიელები მზად არიან არგენტინელისთვის ბრძოლაში ჩაერთონ.
32 წლის ფორვარდს „სიტისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ ინგლისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მას ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ ასევე ახსენებენ ტურინის „იუვენტუსსაც“.
ახლა აგუეროსთვის „ინტერიც“ იბრძოლებს, რომელსაც რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გარდა, შეტევაში კიდევ ერთი მაღალი დონის არჩევანი სჭირდება და აგუერო ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია.
კუნი „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წლიდან თამაშობს და დღემდე 384 მატჩსი 257 გოლი აქვს გატანილი. მანამდე არგენტინელ ფორვარდს მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ინდეპენდიენტეში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 14-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.