ფეხბურთი

16:25 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა "ბარსელონაში" ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „დორტმუნდის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობას. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

ლაპორტა უკვე მუშოაბს სატრანსფერო პოლიტიკაზე და მისი პრიორიტეტული მიზანი ჰოლანდია. ის უკვე დაუკავშირდა გერმანული კლუბის წარმომადგენლებს და ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტ მინო რაიოლასაც.

„ბარსა“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, რომელთაც რონალდ კუმანის ნდობა არ აქვთ და მოედანზე ხშირად ვერ გადიან.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

0.106605