UFC-ში ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ ტრევინ ჯაილსს გაეჯიბრა და დამარცხდა. რომანმა წონა შეიცვალა და პირველად იასპარეზა საშუალო წონაში, რამაც როგორც ჩანს მასზე იმოქმედა.
ბრძოლა დაძაბული გამოდგა და თითქოს პირველ და მესამე პერიოდებში უპირატესობას დოლიძე ფლობდა, მაგრამ მეორე პერიოდი ამერიკელმა უკეთ ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივად ქართველი უფრო მეტად ურტყამდა მეტოქეს, ჯაილსი კი უფრო მწვავედ უტევდა.
დოლიძე ორ პერიოდში ამერიკელზე უკეთ ნამდვილად ჩხუბობდა, მაგრამ მსაჯებმა სამივე რაუნდში გამარჯვება ტრევინს მიანიჭეს და შედეგად, რომან დოლიძე UFC-ში პირველად დამარცხდა. ეს მისი მესამე ბრძოლა იყო - აქამდე რუს ხადის იბრაგიმოვსა და ბრაზილიელ ჯონ ალანს მოუგო. ამრიგად, მიუხედავად ჯაილსთან მარცხისა რომან დოლიძეს UFC-ში ბალანსი ისევ დადებითი აქვს - 2 გამარჯვება და 1 მარცხი.