კალათბურთი

12:07 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი "ლეიკერსს" გაურკვეველი დროით გამოაკლდა

ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ტრავმირებულია. „მეფე“ „ატლანტა ჰოუქსთან“ მატჩში დაშავდა, როდესაც მეორე პერიოდში სოლომონ ჰილი ფეხზე დაეცა და ლებრონმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა.

ამერიკელმა კალათბურთელმა თავიდან თამაშის გაგრძელება სცადა, სამქულიანიც ჩააგდო, მაგრამ შემდეგ გასახდელში შევიდა და აღარ უთამაშია. ამერიკული მედიის ცნობით, ჯეიმსს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის დაბრუნდება პარკეტზე.

ამრიგად, „ლეიკერსი“ ენტონი დევისის შემდეგ ჯეიმსის გარეშეც დარჩა და როგორც ვთქვით, გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. ლებრონმა „ატლანტასთან“ არასრული 11 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა, „ლეიკერსი“ კი დაძაბულ ბრძოლაში 94:99 დამარცხდა.

0.119852