კალათბურთი

1:48 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „მურსიას“ უმასპინძლა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ფავორიტად შერაცხულმა კანარიელებმა 85:78 იმარჯვეს. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა და მასპინძლებს იოლი გასეირნება არ ჰქონიათ.

გიორგი შერმადინმა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა 24:34 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

შერმადინი მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა - 27.

„ტენერიფეს“ 19 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 მარტს, „ვალენსიასთან“ გამართავს.

0.127984