ფეხბურთი

0:18 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა

ლივერპულის „გუდისონ პარკზე,“ ინგლისის თასის მეოთხედფინალში „ევერტონმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

84-ე წუთზე ანგარიში ილკაი გიუნდოგანმა გახსნა, წერტილი კი ექვს წუთში კევინ დე ბრუინმა დასვა.

ნახევარფინალში „ქალაქელების“ მეტოქეს წილისყრა გაარკვევს.

დღესვე, კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „საუთჰემპტონმა“ ასევე სტუმრად დაამარცხა „ბორნმუთი“ – 0:3.

დანარჩენ მატჩებში, კვირას, „ჩელსი“ – „შეფილდ იუნაიტედს“ მიიღებს, „ლესტერი“ კი „მანჩესტერ იუნაიტედს.“

0.14381