ფეხბურთი

23:50 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი - 5 გოლი მიულერის რეკორდამდე

ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში, „შტუტგარტის“ წინააღმდეგ (4:0), „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ჯამში ტურნირის 25 მატჩში 35 გოლი მოუგროვდა.

ერთი სეზონის განმავლობაში ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 1971-72 წლების ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა.

ასე რომ, 32 წლის პოლონელს კიდევ 765 წუთი აქვს დაჩენილი „დერ ბომბერის“ (მიულერის მეტსახელია) რეკორდის გასაუმჯობესებლად.

0.113779