ფეხბურთი

20:43 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერების 3 გოლი 9 წუთში: "დინამო თბილისმა" "თელავს" აჯობა (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „დინამო თბილისი“ „თელავს“ ესტუმრა და ადვილად იმარჯვა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა მატჩის ბედი მეორე ტაიმის შუაწელს 9-წუთიან ინტერვალში გადაწყვიტა. 3 გოლი 9 წუთში და სამივე ლეგიონერების ანგარიშზეა. პირველი ბურთი ზორან მარუშიჩმა გაიტანა და თავისიანები წინ გაიყვანა, მალევე ფაბიან სპორკსლედემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში მილან რადინმა დააფიქსირა - 0:3.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 10 ქულა დააგროვა. რაც შეეხება „თელავს“, კახური გუნდი 5 ქულით მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო ტურში „დინამო“ გორის „დილას“ და „თელავი“ „საბურთალოს“ შეხვდება.

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (63), 0:2 სპორკსლედე (69), 0:3 რადინი (72)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117808