ფეხბურთი

18:45 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "შუქურამ" "სამგურალს" აჯობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ქობულეთის „შუქურასა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით დაიწყო. უმაღლეს დივიზიონში ამ სეზონში დაწინაურებული გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდგა.

მატჩი გიორგი შაშიაშვილის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლო. ანგარიში მატჩის დასაწყისში მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ჩელებაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„შუქურას“ სეზონის სტარტი აქვს, უკვე 7 ქულ დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ მიჯრით მეორე დამარცხდა და პლეი-აუტის ზონაშია.

„შუქურა“ – „სამგურალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (15), 2:0 ჩელებაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108834