თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ხელისუფლებამ მაყურებელთა 30%-ის დასწრებაზე ნებართვა ორი დღის წინ გასცა, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია კი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს საერთაშორისო ფდერაციასთან მართავდა.
შედეგად, მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და როგორც ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ხვალიდან Tkt.ge-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება. რაც შეეხება რეგულაციებს საერთაშორისო ფედერაციასთან მოლაპარაკების საბოლოოდ დასრულებისთანავე გახდება ცნობილი უახლოეს პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 26-28 მარტს გაიმართება და საქართველოს ღირსებას 36 ძიუდოისტი დაიცავს,