ჰარუ ბაშოსმე-7 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა. ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ენდო იყო, რომელმაც ლევანს ძალიან ადვილად, შიტატედაშინაგეს ილეთით აჯობა.
ეს აღნიშნული წყვილის მე-16 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას კვლავ ტოჩი ინარჩუნებს - 9 მოგება, 7 მარცხი.
გორგაძემ წლის მეორე სუპერტურნირზე 3 გამარჯვების საპირისპიროდ მე-4 წაგება მიითვალა, უარყოფით ბალანსზე გავიდა და დარჩენილ 8 ორთაბრძოლაში მინიმუმ 5 მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგში კვლავ დაქვეითება მოუწევს. მისი მომდევნო მეტოქე კი, მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია.