სხვა

3:56 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონის მარათონზე მხოლოდ 20 000 მონაწილეს დაუშვებენ

ბოსტონის მარათონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წლევანდელი გარბენის მონაწილეთა რაოდენობას, 20 000-ით შეზღუდავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიის გამო საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა. ამგვარად მარათონს, რომელიც 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ჩვეულებრივთან შედარებით, 33 პროცენტით ნაკლები მონწილე ეყოლება.

ბოსტონის მძლეოსანთა ასოციაციამ (B.A.A.), რომელიც არის მარათონის ორგანიზატორი, მონაწილეთა რიცხვი და უსაფრთხოების საკითხები, ქალაქის ხელისუფლებასთან და მარათონის პარტნიორებთან შეათანხმა.

„გარდა იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, გარბენს ნაკლები მონაწილე ეყოლება, ჩვენ დამტებითი პროტოკოლების შესრულება მოგვიწევს, რათა მონაწილეთა და საზოგადოების ჯანმრთელობა დავიცვათ“, - ამბობს B.A.A.-ს პრეზიდენტიტომ გრილკი.

ბოსტონის მარათონი ტრადიციულად, აპრილში ტარდება და მას 30 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს ხოლმე. ის 1897 წლიდან, ყოველწლიურად იმართება ხოლმე და მასში მსოფლიოს საუკეთესო მორბენლები მონაწილეობენ. ამ დროის განმავლობაში, ის პირველად შარშან არ ჩატარდა, რისი მიზეზიც, კორონავირუსის პანდემია გახდა.

პანდემიის გამო, გარბენი წელს შემოდგომაზე გადაიტანეს. იმავე მიზეზით, ექვსივე ყველაზე პრესტიჟული მარათონი, ექვსკვირიან შუალედში გაიმართება. მათგან პირველი 26 სექტემბერს ბერლინში ჩატარდება, ბოლო კი ნიუ იორკში, 7 ნოემბერს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154599