ფეხბურთი

1:55 | 20.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ წარმოუდგენელი მომენტები ვერ გამოიყენა, "რუბინმა" სერია შეწყვიტა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ხიმკის“ უმასპინძლა და 1:3 წააგო, რითაც 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და სეზონის განახლების შემდეგ პირველად დაკარგა ქულები.

არადა, „რუბინი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მომენტები რომ გამოეყენებინა, ნამდვილად არ დამარცხდებოდა. „ხიმკის“ ფეხბურთელებმა კი პირიქით - პრაქტიკულად ყველა შანსი გოლად აქციეს.

„რუბინის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ორი ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე ხვიჩამ რამდენიმე მცველს თავგზა ეფექტურად აუბნია, მერე პასი თანაგუნდელს მისცა, შეტევა გაგრძელდა, კარგად გაიხსნა და ბურთი დაუბრუნეს, მაგრამ კარის წინ, 2 მეტრიდან ეულად მყოფმა გოლი ვერ გაიტანა. შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ არ გაუმართლა. 67-ე წუთზე ხვიჩას კიდევ ერთი ურეალურესი შანსი მიეცა, ისევ ახლოდან, ემუქრებოდა მეტოქის კარს, მაგრამ ამჯერად მეკარემ აჯობა.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ახლა ის თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

ყაზანის „რუბინს“ 23 ტურის თავზე 37 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ცხრილში სიმჭიდროვეა და ბევრი გუნდია იგივე ვითარებაში, ამიტომ, „ხიმკისთან“ დაკარგული ქულები შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ლეონიდ სლუცკის გუნდი მომდევნო ტურში 3 აპრილს, „სოჭის“ უმასპინძლებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:57 | 06.02.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ფაქტია რომ გოგა თანამედროვე ცენტრის კრიტერიუმებს პასუხობს - მობილურია და შორი დისტანციიდან არცთუ ურიგოდ ისვრის.
დაცვაში აკურატული თამაში მისი "აქილევსის ქუსლია". თუ ეს პრობლემა გამოასწორა, ალბათ მწვრთნელის ნდობაც მოვა.

15:23 | 06.02.2021
ilia_juventus (2091)

დავაი გოგა უფრო მეტი იმუშავე შენს თავზე !! ჩვენი ლებრონი უნდა გაიჩითო. ისეთ ჯანზე უნდა იდგე ვერავინ მოგეკაროს !!

15:08 | 06.02.2021
BB-1982 (63)

გოგა მაგარი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ასეთი მაგარი თუ იყო არ მეგონა.
ნბა შიც დაინახეს. იმიტომ იყო მწვრთნელმა არ გაიყვანა მოედნიდან და საბონისი და ტერნერი დატოვა სკამზე. ბოლო წამებზე ტერნერი ძალით შემოხტა მოედანზე და კი წააგებინა გუნდს.
ზიონი რომელსაც მიიჩნევენ სუპერ ტალანტად 10-20 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან დაასვარკა რამოდენიმეჯერ. ტიპს ფარისკენ გახედვაც აღარ უნდოდა. მსაჯების უაზრო გადაწვეტილებები რომ არა მინ 3 ბლოკი ექნებოდა მარტო ზიონზე. ეგ ტერნერმა (საუკეთესო მბლოკავმა ნბა ში) და საბონისმა ვერ მოახერხეს ერთად. ორივეს გაადაატენა რამდენჯერმე ზიონამ თავზე.
გოგა ძაან ჭკვიანია, უამრავი მაგარი სქილი აქვს და ძაან მებრძოლია.
ჯერჯერობით გადაცემებს არ აძლევენ სამწუხაროდ სამწამიანში რის გამოც ქულები ნაკლები უგროვდება, მაგრამ ახალი მწვრთელი მემგონი გამოასწორებს მაგასაც. სასწაული % აქვს სამწამიანში გოგას.
წარმატებები გოგა და ძაან ვამაყობთ შენით

12:53 | 06.02.2021
zviadi-shxefi (6306)

ყოჩაღ გოგას! ეს არის იმის შედეგი რომ რამდენიმე თამაშია რაღაც წუთებს აძლევენ. თანდათანობით პასების მიცემასაც მოუმატებენ. თანდათან შეეჩვევა გუნდსაც და ლიგასაც. აბა სკამზე ჯდომით განვითარების შანსი ნულია. საბონისისგან თუ რამე გამოვიდოდა ნამდვილად არ მეგონა ისეთი უსუსური იყო ოკლაში, ინდიანაში კი სუპერია ტიპი.
ნეთსი ნელნელა ემსგავსება ჯამბაზების საძმოს. უკვე რამდენ თამაშს ვუყურე და გუნდს კომბინაციური შეტევა ჯერ არ გაუკეთებია. ყველაფერი კეთდება სუფთა ინდივიდუალიზმით. ლოურიმ ჩაუტარა მასტერკლასი ირვინგსა და ჰარდენს. ნუ მსაჯების თემა არახალია და არამგონია მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში სადაც კალათბურთს თამაშობენ ნბა-ზე ცუდი მსაჯობა იყოს მაგრამ რაც ნეშმა და დანტონიმ გააკეთეს რის გამოც დურანტს აუკრძალეს თამაშის გაგრძელება სასაცილოც კი არ არის.

10:24 | 06.02.2021
maestro10 (13745)

2 ჯარიმა მოუგონეს ორივე შემთხვევაში ზაიონა ჩამოხსნა ფარიდან....

10:15 | 06.02.2021
deme2222 (1418)

ნორმალურად ითამაშა მაგრამ დაცვაში თუ არ მოუმატა 5 წუთზე მეტს აღარ ათამაშებენ სამწუხაროდ, რაგახდა ეს ჯარიმები :/

08:36 | 06.02.2021
araza-1918 (6330)

მებრძოლია ზაზას მაგონებს

0.089592