„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სპეციალურ გალა დაჯილდოებაზე პორტუგალიელს კუთვნილი პრიზი გადაეცა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რადგან მათ ჩემი გამარჯვება გახადეს შესაძლებელი. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. თანმიმდევრულობა, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა, მუშაობა და ვნება, ეს არის ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების საიდუმლო. შემდეგ მოდის მოტივაცია და დისციპლინა, რომლის გარეშე შეუძლებელია იფიქრო 34, 35, 36 ან 40 წლამდე თამაშზე“, - თქვა რონალდუმ დაჯილდოებისას.
გასულ სეზონში კრიშტიანუ სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.
გარდა ამისა, საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ და დასახელდა 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებიც.
სეზონის საუკეთესო გუნდი - „ატალანტა“
საუკეთესო მსაჯი - დანიელე ორსატო
საუკეთესო მწვრთნელი - ჯან პიერო გასპერინი
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - კრისტიანა ჯირელი (იუვენტუსი)
საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
სეზონის სიმბოლური ნაკრები (4-3-3) - ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ტეო ერნანდესი (მილანი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), რობინ გოსენსი (ატალანტა) - ნიკოლო ბარელა (ინტერი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა), ლუის ალბერტო (ლაციო) - პაულო დიბალა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სევილიას ზამენა იმობილე რომ 36 გოლს გაიტანს ჩემპიონატში სასაცილო კი არა სატირალია.წინა წლებთან შედარებით ლა ლიგის დონეც დაეცა მაგრამ გაცილებით ცოტა გოლი გადის ლა ლიგაში და გაცილებით რთულია ლა ლიგაში გოლის გატანა ვიდრე სერია ა-ში.ბოლო სეზონებში ბევრად ჩაკეტილ და დაცვით თამაშს თამაშობენ ესპანეთში ვიდრე იტალიაში
აზანზარებს სპეციას და ბენევენტოს,ნამდვილი სასწაულია.ერთი კვალიარელას და იმობილეს ვერ მოუხერხა ვერაფერი)))ერთგვარად ამშვიდებენ ასეთი ჯილდოებით(ოქროს ბურთი რომ მიცეს მესის 2019-ში ზუსტად იმ დღეს მიცეს 2018-19 სერია სეზონის სერია ა-ს საუკეთესოს წოდება ამას და მაგის გამო არ მივიდა ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე)თან ამის სახელით რეკლამასაც უკეთებენ სერია ა-ს.აბა იმობილეს და კვალიარელას რომ მიცენ სეზონის საუკეთესოს წოდება სასაცილოდ არ ეყოფა ხალხს
*ოქროს ბურთი რომ მიცეს მესის 2019-ში ზუსტად იმ დღეს მიცეს 2018-19 სერია ა-ს სეზონის საუკეთესოს წოდება ამას და მაგის გამო არ მივიდა ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე.დღევანდელი სერია ა არის სასაცილო,სახელია მარტო დარჩენილი.5-6 გუნდის გარდა ყველა ნაგავია და ის 5-6 გუნდიც რაცაა ჩანს ევროტურნირებზე.სხვათაშორის ახალი სახელი კროტომენი შეარქვეს იუვეს იტალიელმა ფანებმა პენოს)))ანუ კროტონეს და ასეთების მგელი)))
სასწაული შედეგია ესეთ ასაკში გადმოხვიდე სერია ა-ში და სამი სეზონი აზანზარო რასაც ქვია