ფეხბურთი

14:51 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "როტორიდან" მწვრთნელი დაითხოვეს

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექსანდრ ხაცკევიჩი დაითხოვეს. რუსული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ბელარუსი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი კლუბის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. ხაცკევიჩისთვის ბოლო შანსი „როსტოვთან“ მატჩი გამოდგა, რომელიც ვოლგოგრადელებმა შინ 0:4 წააგეს.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო მატჩამდე (მოსკოვის „ლოკომოტივთან“) ორი კვირაა დარჩენილი და ახალ მთავარ მწვრთნელს საკმარისი დრო ექნება გუნდის გასაცნობად. თუმცა, ვინ დაიკავებს მწვრთნელის პოსტს,ჯერჯერობით უცნობია.

ხაცკევიჩი ბოლო დროს სოლომონ კვირკველიას არ ენდობოდა და ქართველი სათადარიგო სკამზე დასვა, ხოლო გიორგი არაბიძისთვის შანსი თითქმის არ მიუცია. ის მხოლოდ ზურიკო დავითაშვილს ენდობოდა. საინტერესოა, რა შეიცვლება ქართველი ფეხბურთელებისთვის მწვრთნელის ცვლილებით. „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგაში 23 ტურის თავზე 18 ქულით პლეი-აუტის ზონაშია მე-13 ადგილზე - სამშვიდობო ზონას 8 ქულა აშორებს, ხოლო პირდაპირ გასავარდნ ზონას 4 ქულითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113234