თამაშგარე

14:15 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასილასმა სარა სარაზე გაცვალა

ბულვარულ ამბებში ჩახედულ ბევრ ადამიანს დასწყდა გული როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მის ცოლს, ყოფილ ჟურნალისტსა და მოდელს, სარა კარბონეროს დაშორდა. არადა, ეს ოჯახი კარგა ხნის მანძილზე სანიმუშოდ იყო მიჩნეული.

სულ ახლახანს ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ კასილასის ცოლთან დაშორების მიზეზი, მისი ცოლის სეხნია ქალბატონი, ესპანელი მომღერალი სარა დენეზი ყოფილა. რთული სათქმელია იკერს კონკრეტულად სახელ სარაზე აქვს ვნების აშლა თუ სხვა რამ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სარა კარბონერომდე მისი ძველი შეყვარებულიც სარა იყო, - ვინმე სარა კიროგა.

სარა დენეზმა ამ ამბის გახმაურების შემდეგ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იგი ნამდვილად იცნობს და მეგობრობს იკერ კასილასთან, მაგრამ ვეტერან მობურთალთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. ამის ცხადია ძალიან ცოტა ვინმეს სჯერა, რადგან როგორც იტყვიან ამ წყვილის თანაყოფას “ჟანრის კანონი“ ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135692