შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა.
განსაკუთრებულ ინტერესს ორი წყვილი იწვევს: შარშანდელი ფინალის რიმეიქი ("ბაიერნი" - "პარი სენ ჟერმენი) და 2018 წლის ფინალის გამეორება ("რეალი" - "ლივერპული").
1/4-ფინალური წილისყრის საბოლოო შედეგები ასეთია:
"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "დორტმუნდი" (გერმანია)
"პორტუ" (პორტუგალია) - "ჩელსი" (ინგლისი)
"ბაიერნი" (გერმანია) - "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"რეალი" (ესპანეთი) - "ლივერპული" (ინგლისი)
1/2-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:
"ბაიერნი"/"პარი სენ ჟერმენი" - "მანჩესტერ სიტი"/"დორტმუნდი"
"რეალი"/"ლივერპული" - "პორტუ"/"ჩელსი"
მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 6-7 აპრილს და საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 13-14 აპრილს გაიმართება. ფინალი 29 მაისს, სტამბოლში, „ათა თურქის“ სტადიონზეა ჩანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიტი და პსჟ არ მინდოდა ამ ეტაპზე და მაიდამაინც ერთი ახლა, მეორე ნახევარფინალში გაიჩითა. წესით იურგენამ რამე თუ არ იცუყლუტა ფინალში უნდა გავიდეს მეორე მხარიდან. დალშე ლევანა ოქროს ბურთისკენ მიიწევს და კი ჩაიხუტებს ერთხელ ტყუილად დაკარგულს
პორტოს მაქსიმუმი ნახევარფინალი იქნება(ეგეც არამგონია) .
სიტი - პსჟ
ლივერპული - ჩელსი
(ჩემი აზრით)
..პორტუს რაც შეეხება, მისგან სიურპრიზებს ველი - ძაან მესიმპატიურება ამ ძრავის გადაცემათა კოლოფი: შეგიძლია, 1-დან პირდაპირ მე-4-ში გადააგდო და მისთ.
)
ხო, კინაღამ დამავიწყდა - ჩემპიონთა ლიგას ლივერპული მოიგებს.
უ ვ ა ნ დ ე ი კ ო დ !!!
ლიგის წყვილებთან არაფერ შუაშია და ერთ რამეზე ვფიქრობდი ეხლა. 1987-ში აიღო პორტომ პირველი ჩემპიონთა თასი. კარგად მახსოვს მაჯერის ქუსლი ბავარიასთან.
გავიდა 17 წელი და 2004-ში უკვე მოურინიოს დამოძღვრილმა "დრაკონებმა" აწიეს მთავარი ევროპული საკლუბო ჯილდო.
2004 წლიდანაც 17 წელი გასულა უკვე...
არა, იმას არ ვამბობ რომ ისევ მოიგებენ. უბრალოდ მეორე 17 წელმა გაცილებით სწრაფად გაირბინა, ვიდრე პირველმა )) ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შარშან იყო მონაკო-პორტუს ფინალი.
რა თქმა უნდა, ბაიერნი-პსჟ ყველაზე დამაინტრიგებელი წყვილია - ამჯერად მაინც უნდა გაუტანოს პსჟ-მა (პირველ თამაშს ვგულისხმობ), წესით.. ყოველშემთხვევაში, მგონია, რომ გაცილებით თავისუფლად ითამაშებენ..
ლივერპული - დორტმუნდი
რეალი ფინალში გავა,ლივერპული და მერე სავარაუდოდ ჩელსი არაფერია რეალისთვის.იქეთა მხარეა ძლიერი ბადე,ბავარია-სიტი-პსჟ
+
რეალი-ლივერპული კაია,კლასიკოს დაღლილი შეხვდება რეალი თან ლივერსაც დაარჭობს)))
სამივე ინგლისური გავა
ბაიერნი-პსჟ იქნება გიჟი იგრაა 
რეალს არ დაადგება კარგი დღე. ჩელსიც უპრობლემოდ გავა. სიტი და დორტმუნდი ამ ეტაპზე არ მინდოდა ნამდვილად, მაგრამ აქაც ბრიტანელებს ექნებათ უპირატესობა. ბაიერნი პესეჟე, ვიმედოვნებ რომ პესეჟე გავა შემდეგ ეტაპზე. კარგი თამაშები გველის.