„მილანმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 0:1 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს, რომელიმე ტიტულის მოსაგებად ითამაშონ. თუმცა, „მილანი“ ერთადერთ ტურნირზეა შემორჩენილი და დიდი ალბათობით, ზლატანმა სკუდეტოს მოგება იგულისხმა.
„საჭიროა, რომ ზლატანი მოედანზე დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს, საჭიროა გაგრძელება იმ საქმის, რასაც ვაკეთებდით, სეზონი ჯერ არ დასრულებულა, გრძელდება და წელს ძალიან კარგად ვთამაშობდთ. არ ვიმსახურებდით ევროპა ლიგიდან გავარდნას, ვწუხვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ნეგატიური მომენტები განვითარებისთვის უნდა გამოიყენო.
ალიბს არ ვეძებ, 24 ფეხბურთელია გუნდში და ყველა მზად არის სათამაშოდ. ძალიან ინტენსიური პერიოდია, ბევრი თამაშით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი, ვინც მოედანზე გადის, მზადაა მაქსიმუმი გაიღოს. უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ, ვიდრე „მანჩესტერთან“ ვიყავით, შეცდომებისგან ვისწავლოთ და განვითარდეთ. კვირას თამაში გვაქვს, წინ მივდივართ.
მინდა რაღაცის მოსაგებად ვითამაშო, სერია A-ში ჯერ კიდევ ბევრი თამაში დარჩა და ვეცდებით. ამ ეტაპზე მეორე ადგილზე ვართ და სეზონი უნდა გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე თუ გავალთ, კარგი იქნება, მაგრამ მიზანი ტიტულის მოგებაა („მილანს“ ამ სეზონში მხოლოდ სკუდეტოს მოგების შანსი დარჩა - რედ). მომავალი? მომდევნო წელზე არაფრის თქმა შემიძლია. გუნდს სწამს იმის, რასაც აკეთებს და ეს მენტალიტეტში გადაიზარდა. ახლა წაგებას არავინ ეგუება. ვფიქრობ, გუნდში ეს მე მოვიტანე, წაგებას ვარჯიშებზეც არ ვეგუები. ბევრი მიხვდა, რისი გაკეთებაა სააჭირო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.
პოგბა? ძლიერია, ყველამ იცის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ბედნიერი და კარგად ხარ გუნდში. ის არ არის ძლიერი, მაგრამ ძალიან ძლიერია“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებშია გამოძახებული და 25 მარტს, დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.