კალათბურთი

2:00 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ცსკა-ს "რეალის" დამარცხებაში 14 ქულით დაეხმარა

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში ორმატჩიანი წარუმატებელი სერია მადრიდში, „რეალის“ დამარცხებით შეწყვიტა. დიმიტრის იტუდისის გუნდმა ესპანეთის დედაქალაქში შესანიშნავად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ეს გარდამტეხი გამოდგა. საბოლოოდ, მოსკოველებმა ესპანურ გრანდს 96:89 აჯობეს.

თორნიკე შენგელია რუსული გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 17:32 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. შედეგად, თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 გამოდგა.

ცსკა-ში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა, მაიკ ჯეიმსის ანგარიშზე კი 21 ქულაა. შესანიშნავი იყო იოჰანეს ვოიტმანი, რომელმაც თავის გუნდს 18 ქულა შესძინა.

მოსკოვის ცსკა ევროლიგაში 19 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 მარტს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11935