ფეხბურთი

23:55 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა მესისთვის უვადო კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსას“ ახალ პრეზიდენტს სურს, რომ მესის უვადო კონტრაქტი შესთავაზოს.

სხვა საკითხებთან ერთად, უვადო ხელშეკრულება ითვალისწინების კარიერის დასრულების შემდეგაც „ბარსელონაში“ დარჩენას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხმობის შემთხვევაში მესის ხელფასის შემცირება მოუწევს, რადგან კლუბი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფინანსურ პრობლემებშია.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება და თუ მანამდე ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მშობლიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

0.114535