ფეხბურთი

16:03 | 18.03.2021 | ნანახია 1141 - ჯერ

ფიგუმ მსოფლიოს 6 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების, „ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ლუიშ ფიგუმ, დღევანდელ ფეხბურთში 6 საუკეთესო მოთამაშის ვინაობა დაასახელა.

პირველობა, ცხადია, „იუვენტუსის“ შემტევ, თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუს მიანიჭა.

შემდეგ მოდიან: ლიონელ მესი („ბარსელონა“), ლუკა მოდრიჩი (მადრიდის „რეალი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), კილიან მბაპე და ნეიმარი (ორივე - „პარი სენ-ჟერმენი“).

0.065728
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}