თამაშგარე

13:51 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიხტშტაინერი მესაათე გახდა

შვეიცარია რომ მაღალხარისხოვანი საათების ქვეყანაა და შვეიცარიული საათები რომ განსაკუთრებულია - ეს საკუთრივ შვეიცარიული საათების ფასითაც კარგად ჩანს. გარდა ამისა, მესაათეობა და საათის ხელოსნობა ამ გემრიელ ქვეყანაში ისეთ ტრადიციულ საქმედ ითვლება, როგორც ჩვენთან მაგალითად მევენახეობა-მეღვინეობაა.

როგორც ჩანს თავისი ქვეყნისა და იქაური ტრადიციების სიყვარული გახდა აწუკვე ვეტერანი შვეიცარიელი ფეხბურთელის, შტეფან ლიხტშტაინერის გადაწყვეტლების მიზეზი, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 9 თვის შემდეგ ერთ-ერთ ცნობილ შვეიცარიული საათების მწარმოებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

მთავარი კი ისაა, რომ ლიხტშტაინერს აღნიშნულ კომპანიაში მუშაობა არა მენეჯერის ან მმართველის, არამედ რიგითი თანამშრომლის პოზიციაზე დაუწყია. ყოფილ ფეხბურთელს თურმე ძალიან უნდა, რომ საათების მექანიზმები სათანადოდ შეისწავლოს და საკუთარი ხელით შექმნას ის, რაც ლამის ორასი წელია მისი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112635