სხვა

12:49 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ფორმაში შევიდა - ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მესამედ იმარჯვა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე მარტის სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღეს, მე-5 მაეგაშირა ოკინეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით აჯობა.

ტოჩინოშინმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და შემდგომ იქიდან მისი გადაყვანა მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-18 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 10 გამარჯვებით დაასრულა. ამრიგად, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობაც გაიმყარა.

ლევანს წლის მეორე ტურნირზე 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია.

0.133336