ფეხბურთი

13:20 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: მეოთხედფინალში ოთხი მწვრთნელი ერთი ქვეყნიდან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ერთი საინტერესო სტატისტიკური მიღწევა დაფიქსირდა.

პორტალი OptaFranz ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეოთხედფინალურ სტადიაზე ერთი ქვეყნის ოთხი მწვრთნელი იმუშავებს - ედინ ტერზიჩი („დორტმუნდი“), იურგენ კლოპი („ლივერპული“), ტომას ტუხელი („ჩელსი“) და ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნი“). ოთხივე გერმანელია.

მეოთხედფინალში ასევე გავიდნენ: „პარი სენ-ჟერმენი,“ „პორტუ,“ „მანჩესტერ სიტი“ და „რეალი.“

მეოთხედფინალების წილისყრა ხუთშაბათს, 19 მარტს გაიმართება შვეიცარიულ ნიონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114385