ფეხბურთი

10:55 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტამ მესის მიმართა: "იცი, რომ წასვლა არ შეგიძლია, "ბარსელონას" უყვარხარ"

„ბარსელონას“ სტადიონზე, „კამპ ნოუზე“ ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ინაუგურაცია გაიმართა და მან გეგმებისა და გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ლიონელ მესის საკითხია, რომელსაც კონტრაქტი სამ თვეში ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, განაახლებს თუ არა კონტრაქტს. ლაპორტამ შემთხვევით ისარგებლა და არგენტინელ ფეხბურთელს საჯაროდ მიმართა, თქვა, რომ მის შესანარჩუნებლად და დარჩენაში დასარწმუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„მე გუნდში გადაწყვეტილებების მისაღებად მოვედი, მაგალითად, ლეოს დარჩენაში დარწმუნებისთვის. ვისარგებლებ იმ ფაქტით, რომ ახლა აქ არის - მან იცის, რომ რა სიყვარულს ვგრძნობთ მის მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დარჩეს. იცი, რომ წასვლა არ შეგიძლია, ლეო. სტადიონი სავსე რომ იყოს, წასვლაზე არც იფიქრებდი, ესეც ამ წყეული პანდემიის ერთ-ერთი შედეგია. თუმცა, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ და მაპატიე, რომ ამ ვითარებაში ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ შენ იცი რამდენად ვზრუნავთ შენზე: მესი, ბარსელონას უყვარხარ!“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო და გუნდს ყველაზე წარმატებული პერიოდი მაშინ ედგა. მეორედ კლუბის სათავეში 7 მარტს დაბრუნდა, როდესაც არჩევნები სოლიდური უპირატესობით მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113083