კალათბურთი

1:29 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

25 ქულა და 9 მოხსნა 23 წუთში: შერმადინის ფანტასტიკური თამაში ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ლატვიურ „რიგას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 77:64 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა მატჩის MVP ულაპარაკოდ გახდა. შერმადინმა 23:11 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 გამოდგა!

ნიშანდობლივია, რომ შერმადინს ორივე გუნდში ჩაგდებული ქულების, მოხსნებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

„ტენერიფე“ J ჯგუფში 2 გამარჯვებით და 1 მარცხით პირველ პოზიციაზეა და მომდევნო ტურში კი, 23 მარტს ბოსნიურ „იგოეკას“ უმასპინძლებს.

0.113655