რაგბი

23:38 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რაგბის კავშირის თავმჯდომარემ საჯარო რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების თხოვნით მიმართა, მაგრამ ეს საკითხი ყრილობაზე დღის წესრიგში არ იყო.

ამიტომაც, საჯარო რეესტრმა პრეზიდენტის რეგისტრაცია დროებით შეაჩერა. იმ შემთხვევაში თუ ახალ ყრილობას მოიწვევენ და წესდება თავიდან დამტკიცდება ან წესდების ცვლილების საკითხს ამოიღებენ, ტყემალაძე პრეზიდეტის პოსტზე დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, სოსო ტყემალაძემ საპრეზიდენტო არჩევნები 10 მარტს 42 ხმით მოიგო. ის ამ არჩვნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა მეორეს მხრივ ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი ბოლომდე ბრძოლას აპირებს. მოგეხსენებათ, აბუსერიძემ 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტის პოსტზე არ დაარეგისტირა.

0.114016