ფეხბურთი

23:02 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თითქმის შეუძლებელია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნემა იურგენ კლოპმა აღიარა, რომ "ლივერპულისთვის" თითქმის შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მიმდინარე სეზონში. "წითლები" პრემიერლიგაში არადამაჯერებლად ასპარეზობენ - გუნდმა "ვულვზისთან" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და შობის შემდეგ "მერსისაიდელებისთვის" ეს გამარჯვება მხოლოდ მეოთხე იყო. მეოთხე ადგილზე მყოფ ლონდონის "ჩელსის" კლოპის გუნდი ხუთი ქულით ჩამორჩება.

"ოპტიმიზმი" მიყვარს, მაგრამ პრემიერლიგაში ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. "ტოტენჰემში" გარეტ ბეილი თამაშობს და ისინიც კვლავ საქმეში არიან. პლუს, მანჩესტერული გუნდები უკვე შორს არიან. "ჩელსი" ძალებს იკრებს და ოთხეულში მოხვედრა რთული იქნება, რაც უკვე ვიცით.". - განაცხადა Sport Bild-თან ინტერვიუში კლოპმა.

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურნირს მოიგებს და პრემიერლიგის ოთხეულში ვერ მოხვდება, მაშინ შეეძლება საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდენ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. კლოპი ასევე ათვითცნობიერება, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი ვერ გავა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კლუბის ბიუჯეტზე და ამას დაემატება პანდემია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა სხვა კლუბი დააზარალა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 53 წლის სპეციალისტს არ აღელვებს მისი თანამდებობა და ის ფაქტი დატოვებს თუ არა გუნდს.

"ჩემპიონთა ლიგას ასეთი ტრავმების ფონზე ვერ მოიგებ, როგორც ეს წინაზე გავაკეთეთ. ყველაცე ცუდი სიტუაცია შეიძლება შემდეგი სეზონი იყოს - ვერ გავიდეთ ლიგაზე და ევროპა ლიგაც გარანტირებული არ გვექნება. ეს იქნება დიდი ფინანსური ზარალი ჩვენთვის და ზოგადად მსოფლიოში ყველა კლუბი უკვე დაზარალდა პანდემიის ფონზე. მაგრამ "ლივერპულში" განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ მფლობელებს, სპორტული დირექტორს და ფეხბურთელებსაც კი, ერთმანეთში ეჭვი არ ეპარებათ. ჩვენ მივიღეთ ეს სიტუაცია და ვიბრძვით გამოსავლის საპოვნელად. თუ ვერც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ვერ ვითამაშებთ, მაშინ დასვენების საშუალება მოგვეცემა და შევეცდებით ცუდი სიტუაციიდან კარგ ეტაპზე გადავიდეთ. " - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

Sport Bild-თან საუბრისას კლოპმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც მას უმუშავია არის რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელი ფეხბურთელი "დორტმუნდში" კლოპის მწვრთნელობის დროს თამაშობდა.

"სამართლიანი არ იქნება, რომ არ ვახსენო რობერტ ლევანდოვსკი. არაჩვეულებრივი იყო იმისი ნახვა თუ როგორ გამოავლინა მან თავისი პოტენციალი და როგორ უბიძგა თავის თავს გამხდარიყო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლაა. ლევიმ ყველა ეტაპი გაიარა იმისთვის, რათა საუკეთესო თავდამსხმელი გამხდარიყო. მან აქვს თამაშის ალღო, სიტუაციებში მარტივად ერკვევა და იცის სად უნდა იდგეს." - განაცხადა კლოპმა.

"დორტმუნდში" ყოფნის პერიოდში კლოპი გერმანიის ჩემპიონი 2011 და 2012 წლებში გახდა და მას შემდეგ ბუნდესლიგა "ბაიერნის" გარდა არცერთ გუნდს მოუგია. ლევანდოვსკიმ გუნდი 2014 წელს დატოვა და "როკორდმაისტერებს" შეუერთდა, ხოლო კლოპი "დორტმუნიდან" ერთი წლის შემდეგ წავიდა, როდესაც გუნდმა ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109689