არგენტინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევი პაულო დიბალა შესაძლოა მოედანს მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ დაუბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
სამხრეთამერიკელი მოთამაშე ფეხის ტრავმის გამო მოედანზე 13 იანვარის შემდეგ არ გასულა. მიმდინარე სეზონში დიბალამ 16 შეხვედრის ჩატარება შეძლო და თავი სამი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.