ფეხბურთი

18:57 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა და საქართველოსთან ითამაშებს

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის მზად იქნება. 39 წლის ფორვარდი ბოლო ხანს ტრავმირებული იყო და ვერ თამაშობდა, მაგრამ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ დაადასტურა, რომ კარგადაა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პიოლიმ თქვა, რომ ზლატანი სათამაშოდ მზადაა და განაცხადშიც შეიყვანეს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შვედეთის ნაკრებსაც უპრობლემოდ შეუერთდება.

იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში 2016 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს, საქართველოს ნაკრები კი შვედეთს 25 მარტს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებული 28 თებერვლიდან მოყოლებული იყო, როდესაც „რომასთან“ შეხვედრაში დაშავდა. მას შვედეთის ნაკრებში 162 შეხვედრაში 66 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 21 თამაშში თავი 16-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.120577