ფეხბურთი

17:57 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს თანაგუნდელები არ სწყალობენ: "ისინი პასს არ მაძლევენ"

სერხიო აგუეროს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება და გუნდს ზაფხულში დატოვებს. როგორც ჩანს, არგენტინელ ფორვარდს უკვე თანაგუნდელებიც არ სწყალობენ. „გლადბახთან“ მატჩის შემდეგ მან პრეტენზია გამოთქვა, რომ თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ „კუნი“ გუნდის ერთ-ერთ წევრთან მივიდა და უთხრა: „ისინი პასს არ მაძლევდნენ“.

აგუერომ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდში შეუცვლელი ფიგურა ნამდვილად აღარ არის.

მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და დიდი შანსია, რომ არგენტინელი ესპანეთში დაბრუნდეს, ოღონდ არა „ატლეტიკოში“, არამედ „ბარსელონას“ მაისური მოირგოს, რადგან კატალონური გრანდი სერიოზულადაა დაინტერესებული.

0.108115