ჩოგბურთი

2:59 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მაიამის გამოტოვებს და თიხნარის სეზონისთვის მოემზადება

რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს, რათა თიხნარიანი კორტების სეზონისთვის უკეთ მოემზადოს. ის არ მალავს, რომ დიდი სლემის ტურნირებზე რეკორდული 21 ტიტულის მოპოვებას აპირებს.

ნდალმ შარშან საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, დიდი სლემის მე-20 ტიტული მოიპოვა და როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა. ესპანელ ჩოგბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს. ამის მიუხედავად, მან ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა და მას მეოთხედფინალში გამოეთიშა. მას შემდეგ, ნადალი სხვა ტურნირებზე აღარ გამოჩენილა.

ყოველივეს მიუხედავად, ის ფლორიდული ტურნირის განაცხადში იმყოფებოდა. მაგრამ დღეს განცხადბა გააკეთა: „ვწუხვარ, მაგრამ მაიამიში ვერ ვითამაშებ. აქ თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელება მჭირდება, რათა თიხის კორტების სეზონისთვის მზად ვიყო“.

თიხის კორტების სეზონი აპრილში დაიწყება. მასში შედის მასტერს 1000-ის ტურნირები მონტე კარლოსა და მადრიდში, ასევე ATP 500-ის შეჯიბრი ბარსელონაში, რომელიც ნადალს 11-ჯერ აქვს მოგებული.

0.111644