თამაშგარე

13:50 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგორ იქცა იტალია “კლოუნად“

თქვენს წინაშე წარმოდგენილი მეტად სახალისო და რაც მთავარია დამაფიქრებელი ფოტო, ვებ-გვერდმა The Ruck-მა შესთავაზა საზოგადოებას. ფოტოზე ევროპის სარაგბო დიდი 6 ერი მეტად ორიგინალურადაა წარმოდგენილი და იმასაც ვხედავთ, რომ ერთობ სერიოზული მებრძოლების იმიჯის მქონე მეტოქეთა ფონზე, იტალიის სარაგბო ნაკრები კლოუნის იმიჯით გვხვდება.

ზემოთდასახელებულმა გვერდმა ეს ფოტო მას შემდეგ გაავრცელა, რაც იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 31-ე მარცხი იწვნია და დედაქალაქ რომში შეხვედრისას უელსისგან 7 ლელო გაუშვა, რაც პრინციპში გასაკვირი არაა, მაგრამ ევროპაში მავანთ საქილიკოდ და სასაცილოდ ნამდვილად აქვთ გამხდარი.

აღნიშნულ ფოტოს თანდართულ კომენტარებში ასევე ბევრ სახალისოს წაიკითხავს ადამიანი, თუმცა ჩვენთვის ყელაზე საინტერესო ისაა, რომ ფოტოზე წარმოდგენილი მეშვიდე მებრძოლი, რომელიც “იტალიას“ უდგას უკან, ბევრმა საქართველოს სარგაბო ნაკრებად დასახა და სასიამოვნოა, რომ იტალიის მუდამ გვემული გუნდის ფონზე, “ბორჯღალოსნებიც“ კარგად აღჭურვილი მებრძოლის სახით წარმოგვიდგება.

0.115547