ფეხბურთი

13:17 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ჰოლანდი ნაღდი გიჟია, კარგი გაგებით“

„ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ბრიტანული ტელევიზიის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, ორი ახალგაზრდა თავდამსხმელი, „პარი სენ-ჟერმენის“ კილიან მბაპე და დორტმუნდის „ბორუსიის“ ერლინგ ჰოლანდი ერთმანეთს შეადარა.

„დღეს ორივეს თამაშის ნაწყვეტებს ვუცქირე. ადრე ყოველთვის მბაპეს ვირჩევდი ხოლმე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჰოლანდში არის რაღაც განსაკუთრებული. ის ნამდვილი გიჟია, კარგი გაგებით. ისეთი შთაბეჭდიელბა იქმნება, რონ საერთოდ არაფერზე ნერვიულობს. ჩემი ნება რომ იყოს, ერლინგს ავირჩევდი.“ - ციტირესბს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ნორვეგიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ისიც ცნობილია, რომ ამ შემთხვევაში ჰოლანდი ჯამაგირად კვირაში 400 ათას გირვანქას მოითხოვს.

0.216735