„რეალის“ ბელგიელი ვარსკვლავი, ედენ აზარი, ვერაფრით დადგა ფეხზე. „სამეფო კლუბში“ გადასვლის შემდეგ, ტრავმას ტრავმა მოსდევს,
ედენი კარგა ხანს მკურნალობდა. 13 მარტს კი მინდორს დაუბრუნდა. პრიმერას 27-ე ტურის მატჩში „ელჩეს“ წინააღმდეგ, ის 75-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ბრაზილიელი ვინისიუსის ნაცვლად. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კუნთის ტკივილმა ისევ შეაწუხა.
Marca წერს, რომ აზარის ახლობლები სასწრაფო ოპერაციას ითხოვენ, რათა საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემა. თუ ასე მოხდა, მაშინ ედენი ევრო 2020-ზე ვეღარ ითამაშებს.