კალათბურთი

10:18 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ 9 წუთი ითამაშა - "პეისერსი" "დენვერთან" დამარცხდა (+VIDEO)

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა“ პეისერსი“ „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდა და 15-ქულიანი სხვაობით 121:106 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, რასაც გოგამ 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაც დაამატა. ახალგაზრდა ცენტრმა 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.

ყველაზე მეტი ქულა „დენვერის“ კალათბურთელმა ნიკოლა იოკიჩმა დააგროვა. სერბმა ცენტრმა 34 წუთში 32 ქულით, 14 მოხსნითა და 5 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. „პეისერსიდან“ კი მალკონ ბროგდონი გამოირჩა, რომელმაც 33 წუთში - 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შეასრულა.

„ინდიანას“ 17 მოგების საპირისპიროდ 21 მარცხი აქვს და მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ნეიტ ბიორკგრენის გუნდი 18 მარტს, „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.141842