ფეხბურთი

2:45 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

არაჩვეულებრივი მესი რეკორდით და სხვა "ბარსელონა" (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. აშკარაა, რომ ეს სხვა „ბარსაა“ და სეზონის პირველ ნაწილში სხვა „ბარსა“ იყო. რონალდ კუმანის გუნდმა ცალსახად მოუმატა და წესით „როხიბლანკოს“ ლიდერობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

„ბარსელონამ“ 27-ე ტურში „უესკა“ ცხადია მარტივად დაამარცხა (4:1). დიდებული იყო ლიონელ მესი, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. ლეომ ორივე მაგარი გოლი გაიტანა, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი პირველი დარტყმა იყო. არგენტინელს ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონია მინიმუმ 20 გოლი გააქვს, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდია. ერთი სუპერგოლი ანტუან გრიზმანმაც მიითვალა, რომელსაც ლა ლიგაში 150 გოლი დაუგროვდა და ფრანგ ფეხბურთელებში მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩება.

სხვათა შორის, მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამხო: ჩავის გაუტოლდა „ბარსელონას“ ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 767. ახლა ისინი ამ რეკორდს იზიარებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მომდევნო შეხვედრაში ლიონელი მისი ერთპიროვნული მფლობელი გახდება. მესის ამ 767 მატჩში გასაოცარი სტატისტიკა აქვს: 661 გოლი და 263 საგოლე პასი!

ამასობაში, „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ ხელის გაწვდენაშია - მხოლოდ 4 ქულაა სხვაობაა. არადა, იყო დრო, როცა „ბარსას“ ჩემპიონობის სხვებს კი არა, თვითონ რონალდ კუმანსაც არ სჯეროდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115516