ფეხბურთი

1:00 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "პირველი მატჩი უნდა დავივიწყოთ, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მიუხედავად სტუმრად გამარჯვებისა, მის გუნდს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია და ყურადღებით უნდა ითამაშონ.

„ჩვენ სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღჭევია. ისევ კარგად უნდა ვითამაშოთ და გვინდა შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ. პირველი შეხვედრის შედეგზე ფიქრი დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს არაფერს ნიშნავს. მთლიანად ამ მატჩზე ვფიქრობთ და ეს ფინალია.

აზარი გამოგვაკლდა, ის არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, სათქმელი მეტი არაფერი მაქვს, არ შემიძლია აგიხსნათ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:1 აქვს წაგებული, ხოლო საპასუხო მატჩი მადრიდში დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.124588