ფეხბურთი

17:18 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ისევ ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია მატჩის წინ ზინედინ ზიდანმაც დაადასტურა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა და კლუბი რისკზე წასვლას არ აპირებს.

აზარის ტრავმიანობას დასასრული არ უჩანს. მიმდინარე სეზონში ედენმა მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ „რეალს“ „ატალანტასთან“ პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 აქვს მოგებული და საპასუხო დაპირისპირება 16 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.105601