თამაშგარე

14:30 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანის ცოლის ორიგინალურობანი

ლეგენდარული გერმანელი გოლკიპერის, ოლივერ კანის ცოლი სვენია კანი დაახლოებით 10 წელია, შტუდგარტში მდებარე საკუთარ სამკერვალო ფაბრიკას ფლობს. ეს ფაბრიკა ცნობილ გერმანულ სხვადასხვა სპორტულ ფირმასთან თანაშრომლობით მრავალგვარ შესამოსელს კერავდა. კორნა-პანდემიის შემდეგ კონტაქტორები შეუმცირდა და სვენიამ ფაბრიკის გადასარჩენად საკუთარი ქმრის იმიჯის გამოყენება გადაწყვიტა.

სვენია კანის ინიციატივით შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი სახელად “ჰერ ოლივერ“, რომესაც ემბლემად ოლივერ კანის ხელმოწერა ამშვენებს და სვენიას კუთვნილ საწარმოში ამ ბრენდის ქვეშ უკვე დაიწყო სპორტული როგორც მამაკაცის, ასევე ქალის შარვლების, მაისურების, მოსაცმელების და კაშნეების წარმოება.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ახალი ბრენდის საავტორო უფლებების 90% სვენია კანს ეკუთვნის, მის ქმარს კი საკუთარი სახელობის ბრენდიდან მხოლოდ 10% შეხვდა. ესეც იმიტომ, რომ ალბათ ძალიან უხერხული იქნებოდა ოლივერის მთლად უპროცენტოდ დატოვება. მთავარი და მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ რამდენად გაყიდვადი იქნება ოლივერ კანის ერთ დროს დიადი სახელი.

0.208781