სერია A-ს 27-ე ტურში „მილანი“ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა და ხაზი გაუსვა გუნდის მძიმე დანაკლისს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
„როდესაც ამდენი დანაკლისი გაქვს, რაღაცას კარგავ, ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ტექნიკურ ხარისხს იძლევიან, მაგრამ აგრეთვე მენტალიტეტსა და მოედანზე კომუნიკაციას. ძალიან ბევრი თამაში ვითამაშეთ ცენტრფორვარდის გარეშე, ზლატანის, მანჯუკიჩის, რებიჩის გარეშე. ამიტომაც, გუნდი შექებას იმსახურებს, რასაც აკეთებენ. წარმოიდგინეთ „ინტერი“ ლუკაკუს, ლაუტაროს და სანჩესის გარეშე ან „იუვე“ რონალდუს, კიეზასა და მორატას გარეშე. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და პოზიტიური თამაშები გვქონდა.
ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ბევრად უფრო დამღლელია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ჩვენ ეს გზა გვაქვს და საბაბს არ ვეძებ. ჩვენ „მილანი“ ვართ, მეორე ადგილზე ვიმყოფებით და გვინდა კარგად ვითამაშო. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ხუთშაბათს „მანჩესტერთან“ ძალიან ლამაზ, მაგრამ რთულ მატჩს ველოდებით, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო „იუვენტუსს“ 1 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „როსონერი“ განსაკუთრებით ცუდად საკუთარ მოედანზე თამაშობს, სადაც სერია A-ში ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო.