ფეხბურთი

2:10 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სკუდეტოსკენ მიფრინავს, რონალდუმ კრიტიკას ჰეთ-თრიქით უპასუხა

იტალიის სერია A-ში საჩემპიონო ინტრიგა ნელ-ნელა იკარგება. XXXVII ტურმა „ინტერის“ წისქვილზე დაასხა წყალი და სასწაული თუ არა მოხდა, ანტონიო კონტეს გუნდი 11-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრ სკუდეტოს მოიგებს. ყოველშემთხვევაში ყველაფერი „ნერაძურის“ ხელთაა და კრიზისი თუ არ დაეწყება, აუცილებლად ჩემპიონი გახდება.

ანტონიო კონტეს გუნდი როგორც წესი უფერულად თამაშობს, მაგრამ საგოლე მომენტებს პრაქტიკულად მაქსიმალურად იყენებს და გამარჯვებას ახერხებს. ზუსტად ასე იყო აუტსაიდერ „ტორინოსთან“ საგარეო მატჩში. მილანელებს ნამდვილად არ უჩვენებიათ ისეთი თამაში, რომელიც აუცილებლად 3 ქულის მომტანი იქნებოდა, მაგრამ კლასით მეტოქეს აჯობა და იმარჯვა.

უგოლო ტაიმის შემდეგ „ინტერი“ რომელუ ლუკაკუმ პენალტით დააწინაურა. თუმცა, მილანელთა სიხარული ნაადრები გამოდგა და სანაბრიამ მალევე გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა და „ინტერი“ ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ ლაუტარო მარტინესმა, რომელმაც მანამდე პენალტი მოიპოვა, დიდებულად ითამაშა და ალექსის სანჩესის გადაცემით გამარჯვების გოლი გაიტანა და ვინძლო, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გარდამტეხი გოლიც გაიტანა. „ინტერს“ 65 ქულა აქვს და უკვე კონკურენტებს სოლიდურად უსწრებს - „მილანს“ 9 და „იუვენტუსს“ 10 ქულით (ტურინელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

„ინტერის“ უპირატესობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც „მილანი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ დამარცხდა. „როსონერი“ ბოლო დროს არასტაბილურია და რაც უნდა პარადოქსი იყოს, სტუმრად რამდენადაც დიდებულად თამაშობს, „სან სიროზე“ იმდენად უსუსრი და უფერულია. ახლაც ასე იყო, „ნაპოლიმ“ გამარჯვება დაიმსახურა და „მილანს“ მარცხის გარდა არაფერი დაუმსახურებია, რადგან ნახევრად მომენტიც პრაქტიკულად არ შეუქმნია. ჯენარო გატუზომ ყოფილ გუნდს აჯობა და საჩემპიონო რბოლიდან თითქმის გამოთიშა. ნეაპოლელებს მატეო პოლიტანომ მოაგებინა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. „მილანი“ „ინტერს“ 9 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ ახლა უფრო სხვა საზრუნავი აქვს - ოთხეული. მდევრებთან „როსონერის“ უპირატესობა არც ისე დიდია და ყურადღებით უნდა იყოს, თორემ შეცდომა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. „მილანი“ „იუვენტუსს“ ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, შორს არც „ატალანტა“, „ნაპოლი“ და „რომა“ არიან.

„რომა“ „მილანთან“ ახლა მხოლოდ 3 ქულაში იქნებოდა, „ენიო ტარდინიზე“ ღრმა კრიზისში მყოფ „პარმასთან“ რომ არ წაეგო. პარმეზანელებმა ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგეს და ოდნავ თვალებში გამოიხედეს.

და ბოლოს, კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ „კალიარის“ სამი გოლი გაუტანა! ჰეთ-თრიქსაც ხომ გააჩნია?! ჯერ თავით, შემდეგ მარჯვენა ფეხით და ბოლოს მარცხენა ფეხით - იდეალური ჰეთ-თრიქი. მან ეს ყველაფერი 32-ე წუთისთვის, უფრო კონკრეტულად 22-წუთიან ინტერვალში მოასწრო.

რონალდუმ თავის კარიერაში რიგით მეორე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა. უფრო სწრაფად მან 2015 წლის სექტემბერში „ესპანიოლს“ გაუტანა 3 გოლი საწყის 20 წუთში. ეს მისთვის 57-ე ჰეთ-თრიქი იყო და „იუვენტუსის“ მაისურით მესამე, კონკრეტულად სერია A-ში მეორე და ბედის ირონიით, ორჯერვე „კალიარისთან“ გაიბრყინა. კრიშტიანუს უკვე 770 გოლი აქვს კარიერაში გატანილი და ბრაზილიელ პელეს საბოლოოდ გადაასწრო. „იუვენტუსმა“ კი ამ გაამრჯვებით ხასიათი ოდნავ გამოიკეთა თუ შეიძლება ასე ითქვას და „მილანს“ ერთ ქულამდე მიაუხლოვდა, მაგრამ ლიდერის პოზიცია ისევ ძალიან შორსაა.

„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:3)

კალიარი,“სარდინია არენა“

„კალიარი“ (3-5-2): კრანო; ჩეპიტელი (კლავანი 69), გოდინი, რუგანი (პერეირო 83); ძაპა (ასამოა 70), მარინი, დანკანი (დეიოლა 83), ნაინგოლანი, ნანდესი; ჟოაო პედრო, სიმეონე (ჩერი 82)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ფრაბოტა 83), დე ლიხტი, კიელინი (ბონუჩი 70), ალექს სანდრო (ბერნარდესკი 34); კულუშევსკი, დანილო, რაბიო, კიეზა (არტური 83); რონალდუ, მორატა (მაკკენი 70)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 რონალდუ (10), 0:2 რონალდუ (25, პენ), 0:3 რონალდუ (32), 1:3 სიმეონე (61)

გაფრთხილება: რონალდუ (14), კუადრადო (18)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 9 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

„ბოლონია“ – „სამპდორია“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბაროუ (27), 1:1 კუალიარელა (37), 2:1 სვანბერგი (41), 3:1 სორიანო (70)

„პარმა“ – „რომა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მიჰაილა (9), 2:0 ერნანი (55, პენ)

„ტორინო“ – „ინტერი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (62, პენ), 1:1 სანაბრია (70), 1:2 ლაუტარო (85)

„მილანი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პოლიტანო (49)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111979