ფეხბურთი

1:00 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "როცა ასეთ მომენტებს ვერ გამოიყენებ, სხვას რას უნდა ელოდო?"

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სტუმრად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა (0:2). მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ისინი სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ და შედეგი ამის შემდეგ გამოჩნდება.

„თამაში კარგად ვერც დავიწყეთ და ვერც დავასრულეთ, მაგრამ ზოგადად კარგად ვერ ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. „ოლიმპიაკოსმა“ შანსები გამოიყენა და მოიგო, ჩვენი თამაში არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით.

გვჯერა, რომ ჩემპიონობა კიდევ შესაძლებელია და სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. რა უნდა ვქნათ? დავნებდეთ? დარჩენი ტურებში ვითამაშებთ და ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა მოხდება. თასის მატჩებიც გვაქვს, წინ რამდენიმე თამაშია. ჩვენი მარცხს მიზეზი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა, როდესაც ასეთი კარგი პოზიციიდან გოლს ვერ გაიტან, რას ელი? სხვას არაფერს უნდა ელოდო, გარდა იმისა, რაც მივიღეთ“, - თქვა ქეცბაიამ.

აღნიშნულ შეხვედრაშ გიორგი ლორიამ, გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილი მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს. კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და „ანორთოსისი“ მეოთხე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე მყოფ „ომონიას“ კი უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

0.115412