სხვა

1:26 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო შვარცი სლალომის გლობუსს დაეუფლა

სლოვენიის კრანისკა გორაში გამრთული სლალომის რბოლის შემდეგ, ამ სახეობაში ბროლის მცირე გლობუსს ავსტრიელი მარკო შვარცი დაეუფლა. შვარცი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა, თუმცა მსოფლიო თასი მაინც გაინაღდა. კვარცხლბეკის ორი უმაღლესი საფეხური კი ფრანგებმა, კლემენ ნოელმა და ვიქტორ მუფატ-ჟენდემ დაიკავეს.

რთულ მეტეო პირობებში ასპარეზობისას, შვარცმა აქცენტი სიფრთხილეზე გააკეთა და არც შემცდარა. საბოოოდ, მან 625 ქულა დააგროვა და შვეიცარიელი რამონ ზენჰოიზერნისთვის (503 ქულა), ვინც რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, მიუწვდომელი დარჩა.

მამაკაც მოთხილამურეთა სეზონის ბოლო რბოლები შვეიცარიის ლენცერჰაიდეში ჩატარდება. მათ სლალომის გარდა, ყველა გლობუსი გასათამაშებელი აქვთ. პირველი რბოლა - დაშვება, ოთხშაბათს გაიმართება.

ქალ მოთხილამურეებს სამი გლობუსი დარჩათ მოსაპოვებელი. აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერი სლოვენიელი პეტრა ვლჰოვაა, ვინც შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამის 96 ქულას უგებს. ვლჰოვა სლალომშიც ლიდერია და 22 ქულას უგებს ავსტრიელ კატარინა ლინსბერგერს. ამას კი 15 ქულით ჩამორჩება ამერიკელი მიკაელა შიფრინი.

დაშვებაში ლიდერი იტალიელი სოფია გოჯიაა, ვინც 70 ქულას უგებს შვეიცარიელ კორინე სუტერს. გოჯიამ მუხლის ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, მაგრამ ფინალური რბოლისთვის დაბრუნებას გეგმავს. მან განაცხადა, რომ სამშაბათს ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. „ყველაფერს ვაკეთებ, რაც ამ სიტუაციაში შეიძლება. საკმაოდ მშვიდად ვარ. მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც საჭიროა“, - ამბობს იტალიელი.

ქალთა შორის, ბროლის ორ მცირე გლობუსს უკვე ჰყავს პატრონი - გიგანტურ სლალომში თასს იტალიელი მარტა ბასინო დაეუფლა, სუპერ გიგანტში კი ბროლის გლობუსი გუტ-ბერამის აქვს განაღდებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174394