ფეხბურთი

19:06 | 14.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სულშერი: "ვინ მინდა "მანჩესტერში" მყავდეს? კრიშტიანუ რონალდუ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ყოლა სურს. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ორი ფეხბურთელი აარჩია მათ შორის, ვისი თანაგუნდელიც წარსულში „წითელ ეშმაკებში“ თავად იყო.

„არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა ერთადაც „წითელ ეშმაკებში“ ვთამაშობდი და გუნდში ვისურვებდი. რო კინით დავიწყებდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი მართვა შემიძლია. მეორე კი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ბოლო 10-15 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ლიონელ მესისთან ერთად“, - თქვა ნორვეგიელმა კლუბის ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა და 292მატჩში 118 გოლი გაიტანა. პორტუგალიელის „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ბოლო აქტიურად საუბრობენ და მას მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, მაგრამ ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტად ინგლისურ გრანდში დაბრუნებაც განიხილება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:51 | 15.09.2018
Tsikura (85)

პრინტეზისი დიდი დანაკლისია ძალიან

14:04 | 15.09.2018
vaxo22 (759)

უკრაინამ გუშინ ესპანეთს მოუგო და არ არის წარმოუდგენელი საოცრება რომ ჩვენ ბერძნებს მოვუგოთ მითუმეტეს შარშან საბერძნეთშივე მოვუგეთ აკროპოლისის თასზე

10:26 | 15.09.2018
Buratino (3505)

ეს ნიუსი მესიამოვნა, თუმცა გაზრდილ შანსს გამოყენება უნდა. ისე კი, საბერძნეთუ მაინც ფავორიტად რჩება ამ თამაშში

09:15 | 15.09.2018
DoncicMavs (34)

ძალიან კარგია. მოგების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს

07:44 | 15.09.2018
iceman (2988)

კაროჩე ყველა თამაში თუ მოვიგეთ არც თუ ისე ცუდი შანსია გასვლია მაგრამ ყველა თამაშის მოგებაა ფანტასტიკის სფერო

01:06 | 15.09.2018
BEERTRANCE (97819)

ცუდი ამბავი არაა, მარა მაინც ფავორიტები არიან.

08:59 | 15.09.2018
sabonis (9584)

რა თქმა უნდა, მარა აქ ორი ვარიანტი მგონია ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ თამაშის შედეგს, ან წინასწარ დარწმუნებულები არიან მიუხედავათ დანაკლისისა მაინც მოიგებენ, უფრო ალბათ მეორეა და ასე წინასწარ მოგებაში დარწმუნებული გუნდი ხშირა დასჯილა და ვნახოთ რა იქნება.

10:22 | 15.09.2018
BEERTRANCE (97819)

ჰო ეგრეა და იქნებ ზედმეტმა თავდაჯერებამ ავნოს ელადელებს

00:40 | 15.09.2018
sabonis (9584)

არაა ცუდი ამბავი.

0.063649